воскресенье, 14 декабря 2008 г.

ზუგდიდის რაიონის, სოფელ ოქტომბრის სკოლის მუზეუმი

ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერს ისტორიულად ცაიშის -კახათი ერქვა,აქ იყო ცაიშის საეკლესიო მიწები,სადაც ცაიშიდან ჩამოსახლებული გლეხები ცხოვრობდნენ. 1927 წლიდან
ცაიშის-კახათს “ოქტომბერი” დაერქვა.
სოფლის ისტორიას თავი მოუყარა,დაამუშავა და შთამომავლობას დაუტოვა ზუგდიდის რაიონში კარგად ცნობილმა პედაგოგმა ამავე სოფლის მკვიდრმა რაისა შამუგიამ.მან შეგროვილი მასალებით შექმნა ფოტოდოკუმენტების ალბომი “სოფელი ოქტომბერი წინათ და ახლა”,რომელიც წარადგინა რესპუბლიკურ კონკურსზე -”ხილული მატიანე ყველას საქმეა.”რაისა მასწავლებლის
ფოტომასალამ 1967 წლის 4 ნოემბრის საკონკურსო შედეგებით მეორე პრემია დაიმსახურა.
ამ ფოტოალბომის საფუძველზე ქალბატონმა რაისამ თავისი მეუგლისა და სკოლის დირექტორის (1966-1986) იროდი უბილავას თანადგომით სასკოლო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
შექმნა. ეს მუზეუმი გაიხსნა 1970 წლის 18 აპრილს და მრავალგანყოფილებიანია. ფოტოდოკუმენტებისა და საარქივო მასალების გარდა აქ ნახავთ ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ნიმუშებს,სოფელში მცხოვრები გვარების გენეალოგიას, სოფ. ოქტომბერს მეორე მსოფლიო ომისა და ომის შემდგომ პერიოდში, სახალხო განათლებისა და კულტურის განვითარებას,ჯანმრთელობის დაცვას,ეკონომიკას, სპორტლ ცხოვრებას და ა.შ.მუზეუმს აქვს თავისი პასპორტი, “შთაბეჭდილებათა წიგნის” 2 ტომი.
ჩვენი მუზეუმი ჩვენი სიამაყეა. მუზეუმი მუდმივად ივსება ახალი მასალებით.მასზე ზრუნავს ოქტომბრის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებთან ერთად.
მობრძანდით! ნახეთ ჩვენი სოფლის მუზეუმი. დატოვეთ აქ თქვენი კეთილ საქმეთა კვალი -ფოტოები,წერილები, ისტორიული საბუთები და სხვა ნივთები,რაც გინდათ, რომ დარჩეს მომავალ
თაობებს თქვენგან სახსოვრად.